воскресенье, 18 декабря 2016 г.

მე-9 დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო, დავასრულეთ პროექტის გეგმა და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. მოვუსმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციას, შევაფასეთ და მივეცით რეკომენდაციები. ძალიან საინტერესო ტრენინგი იყო, დატვირთული საინტერესო ინფორმაციით, რომელსაც ძალიან საინტერესოდ და დეტალურად გვაწვდიდა ნინო კაჟაშვილი. მადლობა.

суббота, 17 декабря 2016 г.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

მე-8 დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, რომ რევანდელი დღეც ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთული იყო. დავასრულეთ პროექტის გეგმის შაბლონი, გავეცანით ელექტრონულად კითხვარის შედგენას, რომელიც აუცილებელია არა მარტო პროექტის განხორციელების დროს არამედ ტესტების შედგენისას.  მადლობა ნინოს, რომელიც დეტალურად და საინტერესოდ გვაწვდის ინფორმაციას.

პროექტის კითხვარი

კითხვარის სანახავად გადადით ბმულზე

воскресенье, 11 декабря 2016 г.

მე-7 დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო, რადგან გავეცანით დიფერენცირებულინ სწავლების მეთოდებს და აქტივობებს. მოსწავლეთა დასახმკარებლად შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი. ბლოგზე დავამატეთ გაჯეტები და ჩავსვით ბმულები. ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო მე-6 მოდულიც.

პროექტის გეგმა

გეგმის სანახავად გადადით ბმულზე

პროექტის ბუკლეტი

ბუკლეტის სანახავად გადადით ბმულზე

суббота, 10 декабря 2016 г.

მე-6 დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთული იყო. შევადგინეთ მოსწავლეზე ორიენტირებული თვითშეფასების რუბრიკა. მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი ავტვირთეთ ბლოგზე. ასევე გავეცანით ბლოგზე ვიდეოს ატვირთვის ტექნოლოგიებს და ბლოგის თემებისა და ფონების შეცვლის მეთოდებს.

ვიდეო ქართული კინომუსიკის შესახებ

მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი

воскресенье, 4 декабря 2016 г.

მე-5 დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ვისაუბრეთ საავტორო უფლებების დაცვაზე, დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და ავაწყვეთ "პოვერ-პოინტში". გავეცანით და გამოვიყენეთ ბევრი ახალი ტექნოლოგიური საშუალებები. ვფიქრობ მომავალში დამეხმარება პროექტისა და გაკვეთილის ეფექტურად დაგეგმვაში და წარმართვაში.

суббота, 3 декабря 2016 г.

მე-4 დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო იმიტომ ,რომ გავეცანით განმავითარებელი და განმზაზღვრელი შეფასებების ფორმებს. შევქმენით წინარე ცოდნის შეფასებების ინსტრუმენტები. გამოვიყენეთ სმარტ-არტის ფუნქციები და გავეცანით დრაივის გამოყენების ტექნიკას.

воскресенье, 27 ноября 2016 г.

მესამე დღის რეფლექსია:
გავეცანი ეროვნული სასწავლო გეგმის ახალ პორტალს, რომელიც ძალიან მომეწონა და დამეხმარება სასწავლო პროცესის წარმართვაში. განვსაზღვრე პროექტის მოსწავლეზე ორიენტირებული მიზნები და ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. დღეს შევქმენით აქტივობების მონახაზი, რომელიც სახლში უნდა განვავრცოთ.

суббота, 26 ноября 2016 г.

მეორე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, რომ მეორე დღე დატვირთული იყო საინტერესო და საჭირო ინფორმაციით,სადაც ბევრ ჩემთვის უცნობ და მივიწყებულ დეტალებზე ვისაუბრეთ. გამიჩნდა სურვილი სასწავლო პროცესში აქტიურად ჩავრთო ბროშურებისა და გაზეთების დამზადების პრაქტიკა, ვფიქრობ ბავშვებისათვის სახალისო და ინფორმაციის მიმცემი იქნება.